საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/209,276

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/209,276
დოკუმენტის ნომერი 1/3/209,27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 28/06/2004
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1/3/209,27
28/06/2004
სსმ, 31, 06/07/2004
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/209,276
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/209,276

2004 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის 276-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 75-ე მუხლის პირველი პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის ქეთევან ბახტაძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი.

4. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის 209-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 23 თებერვლის კანონის მე-5 მუხლის, 58-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 81-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

5. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)

ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)

იაკობ ფუტკარაძე

ნიკოლოზ შაშკინი