,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 14/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.359
  • Word
225
14/12/2005
სსმ, 145, 14/12/2005
010.240.030.10.003.000.359
,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №56, მუხლი 480) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,ი” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2. სამინისტროს ამოცანები

სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბება და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთ­შეთან­ხმებული საქმიანობა;

ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლ­ვილ­თა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა;

გ) მიგრანტთა კატეგორიების დადგენა;

დ) ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზება და ხელშეწყობა, სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა;

ე) მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

ვ) დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მუდმივი კონტაქტის დამყარება;

თ) საერთაშორისო (სამთავრობო და არასამთავრობო) ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისათვის ხელშეწყობა.”.

2. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის – ერთი პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”.

3. დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

ვ) მიგრაციის, განსახლებისა და ლტოლვილთა საკითხე­ბის დეპარტამენტი;

ზ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერ­თობისა და რეპატრიაციის დეპარტამენტი;

თ) შიდა კონტროლის სამმართველო.”.

4. დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;

ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო;

გ) ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის სამმართველო;

დ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმარ­თველო.”.

5. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები

1. ადმინისტრაციული დეპარატამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;

ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;

გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათა­ვისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანა-ლიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;

დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;

ზ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

თ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანი­ზაციული უზრუნველყოფა;

ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმა­ციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

კ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;

ლ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნ­ველყოფა;

მ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირე­ბული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინ­­ფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

ნ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მასობრივი ინფორ­მაციის საშუალებათა ინფორმირება;

ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუ­შავება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

გ) სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური და მატე­რიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს საჭიროებისათვის საქონ­ლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგ­მვა და განხორციელება;

ე) ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგ­რანტთა აღრიცხვა-რეგისტრაციის საინფორმაციო ბანკის საქმი­ანობის უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის კომპიუტერული მომსახურება, დამუშავება, დაცვა.

3. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვითარება;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობები;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებიდან გამო­­­მდინარე სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუ­შავება სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად წარმარ­თვის მიზნით;

ე) სამინისტროს ევროინტეგრაციის ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზი.

4. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამარ­თლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამინისტროს თანამშრომლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

დ) მინისტრის მოადგილის – საპარლამენტო მდივნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორ­ცი­­ელების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა.

5. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და დევნილის სტატუსის მინიჭება;

ბ) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

დ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ე) დევნილთა დაბრუნების ორგანიზება და რეაბილი­ტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ვ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

6. მიგრაციის, განსახლებისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა;

ბ) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და განსახლების პროგრამების განხორციელება;

გ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრა­ციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;

ზ) შრომითი და მიგრაციული პროცესებისათვის ხელ­შეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილი­ტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) საქართველოში იძულებით შემოსული უცხოელების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა, სათანადო სტატუსის მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება;

ი) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოცია­ლური დაცვისათვის ხელშეწყობა.

7. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერ­თობისა და რეპატრიაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართვე­ლოდან დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატ­რიაციის, ადაპტაცია-რეინტეგრაციის პროცესის წარმართვა-კოორდინაცია და ამ მიზნით სათანადო პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;

ბ) ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლე­ბების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

გ) ქართველთა დიასპორასთან ურთიერთობის დამყარება-წარმართვა;

დ) ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძო­ლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ხელშეწყობა.

8. შიდა კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციის შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ბ) კონკრეტული დავალების საფუძველზე სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა რესურსების ხარჯვისა და განკარგვის კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტი­ანობის შესწავლა.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი