დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ი.მ. "როინ ბახსოლიანი"-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/309-09 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 16/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 19/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა ი/მ „როინ ბახსოლიანის“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ი/მ „როინ ბახსოლიანის“ გაკოტრების მმართველმა გიორგი ზედელაშვილმა და განმარტა, რომ მოვალის ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებულ პირველ და მეორე აუქციონებზე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების გასხვისება მყიდველის არარსებობის გამო. გაკოტრების მმართველს მიაჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის – კრედიტორის მიერ სამეურვეო ქონების ნატურით მიღების გამოყენება. ამასთან, გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ კრედიტორი თანახმაა სამეურვეო ქონების ნატურით მიღებაზე.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტის თანახმად, თუ მე-2 აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილნი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. ამდენად, ამ დანაწესის თანახმად, საჭიროა კრედიტორთა კრებამ მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 38-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ „როინ ბახსოლიანის“ მიმართ გახსნილ გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი; ბ) კრედიტორის მიერ ქონების ნატურით მიღების ან გაკოტრების მმართველისათვის ქონების გაყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 26 ნოემბერი, 13 (ცამეტი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6 მისამართზე, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 22 ნოემბრისა გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭვდით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს ი/მ „როინ ბახსოლიანის“ გაკოტრების მმართველს გიორგი ზედელაშვილს, მასვე დაევალოს მოვალისა და კრედიტორისათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები