დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "მანქანათმშენებლობის დარგში საქონელბრუნვისა და საწარმოო კოოპერაციის შესახებ ურთიერთდაკავშირებულ საფუძველზე" შეთანხმების დროებით გამოყენების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 934 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 18/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.08.002.016071 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №934
2010 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,მანქანათმშენებლობის დარგში საქონელბრუნვისა და საწარმოო კოოპერაციის შესახებ ურთიერთდაკავშირებულ საფუძველზე“ შეთანხმების დროებით გამოყენების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიერ ,,მანქანათმშენებლობის დარგში საქონელბრუნვისა და საწარმოო კოოპერაციის შესახებ ურთიერთდაკავშირებულ საფუძველზე“ 1994 წლის 9 დეკემბრის შეთანხმების დროებით გამოყენება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების საქართველოს მიერ დროებით გამოყენების შეწყვეტისა და საქართველოს განზრახვის შესახებ, არ გახდეს ამ შეთანხმების მონაწილე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები