საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 23/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.002.000.
  • Word
270
23/05/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 23/05/1997
010.330.000.05.002.000.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №270

1997 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქართველოს ორდენებით დაჯილდოების შესახებ

მაღალი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების, საბრძოლო თვისებების მქონე სამამულო საბრძოლო იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის საცდელი ნიმუშების შემუშავება-შექმნის, მათი გამოცდისა და ჯარში დანერგვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და თავდადებული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებით:

II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ვანო გურგენიძე – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსი.

III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:

ანატოლი ლომიძე – პოლკოვნიკი, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი

გიორგი თავაძე – პოლკოვნიკი, ტექნიკური სამმართველოს უფროსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ბარონ ყურაშვილი – პოლკოვნიკი, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ღირსების ორდენით:

ნიკოლოზ შარმაზანაშვილი – კვლევითი ინსტიტუტის „დელტას“ განყოფილების გამგე, დამუშავების მთავარი კონსტრუქტორი

ალექსანდრე ჯინჯიხაძე – კვლევითი ინსტიტუტის „დელტას“ ლაბორატორიის უფროსი, დამუშავების მთავარი კონსტრუქტორი.

ე. შევარდნაძე