„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის N344 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის N344 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 139/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 18/11/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016009
  • Word
139/01
17/11/2010
სსმ, 151, 18/11/2010
220090000.18.011.016009
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის N344 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №139/01

2010 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 31 დეკემბრის №344 ბრძანებაში (სსმ III, 08.01.2008, №2, მუხ. 37) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საფირმო სახელწოდებას და სამართლებრივ ფორმას;“;

ბ) „ბ.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი:

„ბ.ზ) საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკს, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟებული და დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი, პუნქტის ადგილსამყოფლის მისამართის ცვლილების, ხოლო იურიდიული პირი – სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, პუნქტის ადგილსამყოფლის მისამართის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, ცვლილებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით ინფორმაციას აწვდის საქართველოს ეროვნულ ბანკს.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყონ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკის მონტაჟი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

გ. ქადაგიძე

„დანართი №2

სარეგისტრაციო ფორმა

I

პირველი განყოფილება

ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის თაობაზე

 

1

საფირმო სახელწოდება

 

2

იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები

 

3

სამართლებრივი ფორმა

 

4

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოს დასახელება

 

5

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ან საიდენტიფიკაციო ნომერი

 

6

მომსახურე კომერციული ბანკის(ბანკების) დასახელება და მისი ანგარიშების რეკვიზიტები ამ ბანკში(ბანკებში)

 

II

მეორე განყოფილება

ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობის და ტექნიკური აღჭურვილობის თაობაზე

 

1

პუნქტის ადგილსამყოფლის მისამართი

 

2

საოპერაციო ფართობი კვადრატულ მეტრებში

 

3

პუნქტის სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებები:

 

3.1

ყალბი ფულის ამომცნობი ტექნიკური საშუალება

 

3.2

კომპიუტერული ტექნიკა

 

3.3

მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების აღსარიცხავად, სისტემატიზაციისა და კანონით განსაზღვრული ვადით შენახვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა

 

3.4

საოპერაციო ფართობის დაცვის საგანგაშო ღილაკი

 

III

მესამე განყოფილება

პუნქტის მფლობელისა და მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დადასტურება, რომ:

 

1

ისინი გაცნობილნი არიან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიულ აქტებს

 

1.1

პუნქტის მფლობელის (უფლებამოსილი პირის) სახელი,

გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

_____________________(ხელმოწერა)

1.2

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი ______________________________________________

 

____________________(ხელმოწერა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე__________________________________________

ვადასტურებ სარეგისტრაციო ფორმაში შეტანილი

     (უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი)

 

 

 

ინფორმაციის უტყუარობას. პუნქტის მფლობელის (უფლებამოსილი პირის)__________________________________

 

 

 

 

 

 

                           (ხელმოწერა)

 

სარეგისტრაციო ფორმის ეროვნულ ბანკში გაგზავნის თარიღი:“.