წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობის მოწესრიგების შესახებ

  • Word
წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობის მოწესრიგების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 30/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.160.010.05.002.000.
  • Word
259
19/05/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 30/05/1997
120.160.010.05.002.000.
წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება #259

1997 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობის მოწესრიგების შესახებ

`საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ~ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის #323-11 კანონის შესაბამისად გაუქმდა საცხოვრებელ ადგილზე მოქალაქეთა ჩაწერის ინსტიტუტი და დაწესდა საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია, რამაც რამდენადმე გაართულა წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობა.

წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით:

1. ნება დაერთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქებისა და რაიონების სარეგისტრაციო ორგანოებში მიამაგროს რაიონებისა და ქალაქების სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებათ მოქალაქეთა რეგისტრაციაში გატარებისას ან რეგისტრაციიდან მოხსნისას უშუალოდ, ადგილზე დააზუსტონ სამხედრო აღრიცხვიანობისათის ყველა საჭირო მონაცემი და როულად შეიტანონ ისინი ვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტებში.

2. დამტკიცდეს წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების რეგისტრაციის (რეგისტრაციიდან მოხსნის) შეტყობინების თანდართული ფორმა # 7.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქებისა და რაიონების სარეგისტრაციო ორგანოებმა ხელი შეუწყონ წვევამდელებისა და სამხედრო ძალების რეზერვისტების სამხედრო აღრიცხვიანობის მოწესრიგებას.

.შევარდნაძე