დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 774 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 18/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016009 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №774
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს, რომლებიც გასულები არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე, სამხედრო ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სამხედრო ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია ზემდგომი შტაბის სასწავლო გეგმით), საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს საველე ფული ყოველდღიური ანაზღაურების სახით თანამდებობრივი სარგოს 3%-მდე ოდენობით.”.
მუხლი 2
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები