"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N 849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N 849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 994
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 18/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016013
  • Word
994
16/11/2010
სსმ, 151, 18/11/2010
140010000.22.034.016013
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N 849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №994

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №849 ბრძანებით (სსმ III, 20.06.2007წ., №85, მუხ. 909) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ დანაყოფებს ადგილებზე გაუწიოს მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, მთავარ ექსპერტთა, უფროს ექსპერტთა და ექსპერტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, შეამოწმოს მათი მუშაობა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად..

 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ბ) საგამოძიებო მოქმედებებში მთავარ ექსპერტთა, მონაწილეობის უზრუნველყოფა ოპერატიულ საგამოძიებო ჯგუფებთან ერთად, ამა თუ იმ სახის კვალის, საგნის და სხვა ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება, დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისა და სწორი ვერსიების ჩამოყალიბების მიზნით..

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ი. მერაბიშვილი