დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო ხელშეკრულებათა სელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/05/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 15/05/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №222
1997 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1997 წლის 2-4 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერის მიზნით:
საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ნ. ლეკიშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებს:
1. „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ”;
2. „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”;
3. “ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულის ჩამდენ პირთა გადაცემის შესახებ”;
4. „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისა და თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ”.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს მ. ადეიშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებს:
1. „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის შესახებ”;
2. „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები