სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 01/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
108
30/03/2003
სსმ, 25, 01/04/2003
000000000.00.000.000000
სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2003 - 25/08/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 108

2003 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

სპორტის სფეროში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების, ამ პრობლემების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და განხორციელების საშუალებების მომზადების მიზნით:

1. შეიქმნას სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) თანდართული შემადგენლობით.

2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის №39 ბრძანებულების პირველი პუნქტი.

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილმა კომისიამ განახორციელოს „ზახფულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის №39 ბრძანებულების შესრულების კონტროლი.

5. ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-2 დღეს.

ე. შევარდნაძე

სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 2

კომისია თავის საქმიანობას წარმართავს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის, 204 ბრძანებულებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

თავი II

    მუხლი 3

1. კომისიის ამოცანებია:

ა) დარგის განვითარების ძირითადი მიმართულებების განხორციელების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) სპორტის დარგის მატერიალურ-ტექნიკური ბაზად შექმნისა და შემდგომი განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

გ) სპორტსმენთა და სპორტის სხვა მუშაკთა წახალისებისათვის გზების გამოძებნის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) მომავალი თაობის ფიზიკური აღზრდისა და ერის გაჯანსაღების ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) ეროვნული სპორტული ფედერაციებისათვის სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება.

2. კომისია უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და სხვა მონაცემები საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, უწყებისა და სახელმწიფო დაწესებულებისაგან;

ბ) მოამზადოს კონკრეტული დოკუმენტები (დასკვნა, წინადადება, პროგრამა და სხვ.) და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეაგირებისათვის.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) წინასწარ გაეცნოს განსახილველი საკითხების მასალებს;

ბ) განსახილველი საკითხის შესახებ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მიაწოდოს კომისიას თავისი მოსაზრებები.

    მუხლი 4

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.

4. თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით კომისიამ შესაძლებელია შექმნას სამუშაო ჯგუფი.

    მუხლი 5

კომისიის მიერ მომზადებული წინადადებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად.

    მუხლი 6

კომისიის საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

სპორტის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით აბრამიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის რეფერენტი, კომისიის მდივანი

მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე

ჯანსუღ ბაგრატიონი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

ნონა გაფრინდაშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომი­ტეტის საპატიო პრეზიდენტი, საქართ­ველოს ჭადრაკის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი

გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

დავით გობეჯიშვილი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ომარ გოგიაშვილი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი

ბერდია გუგავა – სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ თავმჯდომარე

ემზარ ზენაიშვილი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი

ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი

ამირან ზუხბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე

დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი

 ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 მერაბ მეტრეველი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ოლიმპიური მზადების შტაბის უფროსი

როინ მეტრეველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

 ირაკლი მეძმარიაშვილი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

რომან რურუა – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე

რუსუდან სიხარულიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ჯემალ ძაგანია – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის პრორექტორი

გოჩა ძასოხოვი – საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

დავით ჭელიძე – ქ. თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსი

ლერი ხაბელოვი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ვალერი ხაბურძანია – საქართველოს უშიშროების მინისტრი

დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.