დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 221 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/04/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №221
1997 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ
კონსტიტუციის დებულებათა რეალიზაციისა და სამართლებრივი რეფორმის განხორციელების, კონსტიტუციასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის ზოგიერთი დადგენილება თანდართული ნუსხის თანახმად.
ე. შევარდნაძე
დანართი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1994 წელს მიღებული ზოგიერთი ძალადაკარგული დადგენილების ნუსხა
1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 თებერვლის №106 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის პროექტის თაობაზე”.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 13 აპრილის №209 დადგენილება „ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების (ტარიფების) შესახებ”.
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 ივნისის №391 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 12 ოქტომბრის №990 დადგენილებით დამტკიცებულ ინდივიდუალური მეწარმეობისა და ინდივიდუალური საწარმოს შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 27 სექტემბრის №704 დადგენილება „ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №634 დადგენილებში ცვლილების შეტანის შესახებ.”
საქართველოს სახელმწიფო
კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები