„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს-სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №10 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს-სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №10 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/04/2002
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
194
24/04/2002
სსმ, 41, 30/04/2002
000000000.00.000.000000
„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს-სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №10 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №194

2002 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს-სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის 10 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსსა და სახელმწიფო მინისტრის მოად­გილეებს შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ“ საქარ­თველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის 10 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თ.ისაკაძე კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის დავალებით ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქ­პატენტის“ საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას“.

2. ბრძანებულების მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სურსათის“;

ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა  მრეწველობისა და სათბობ-ენერგეტიკის განყოფილება (გარდა სათბობ-ენერგეტიკის საკითხებისა)“.

გ) ამოღებულ იქნეს „ბ.ბ“ ქვეპუნქტი.

3. მე-6 პუნქტში სიტყვები „ა.ზოიძე“ შეიცვალოს სიტყვებით „მ.ნიკოლაიშვილი“.

4. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

ა) „61. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მ. ნიკო­ლაიშვილი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ დაწესებულებათა კოორდინაციას, რომელთა მმართველობის სფერო განეკუთვნება სათბობ-ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზებას. შესაბამისად, მას საკურაციოდ განესაზღვროს სახელმწიფო კანცელარიის სექტორული ეკონომიკის სამსახურის:

ა) მრეწველობისა და სათბობ-ენერგეტიკის განყოფილება (გარდა მრეწველობის საკითხებისა);

ბ) სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის განყო­ფილება.

ბ) 62. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მ.ნიკოლა­იშვილის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სახელ­მწიფო მინისტრის მოადგილე ა. ზოიძე“.

5. მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და გარემოს დაცვის“;

ბ) სიტყვა „ტურიზმის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სტანდარ­ტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის“;

გ) ამოღებულ იქნეს „ა.ბ“ ქვეპუნქტი.

ე. შევარდნაძე