საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

  • Word
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.000.
  • Word
220
30/04/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997
480.140.000.05.002.000.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №220

1997 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 თებერვალს დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დადებული შემდეგი შეთანხმებები:

ა) ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ბ) განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

გ) სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ;

დ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ;

ე) გეოდეზიის, კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის დისტანციური ზონდირების დარგში თანამშრომლობის შესახებ;

ვ) კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ზ) საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ;

თ) გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ი) ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

კ) ნავთობისა და გაზის მრეწველობაში თანამშრომლობის შესახებ;

ლ) საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადება;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

 

ე. შევარდნაძე