დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან დაბა წყნეთის მოსახლეობის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და საბაღე-საბოსტნე დანიშნულებით მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/04/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.160.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №208
1997 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის სატყეო მეურნეობის მიწებიდან დაბა წყნეთის მოსახლეობის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის და საბაღე-საბოსტნე დანიშნულებით მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ
წყნეთის ტერიტორიის პოტენციური შესაძლებლობების გათვალისწინებით და არსებული ტყის საფარის შენარჩუნებით დაბა წყნეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისა და საბაღე-საბოსტნე დანიშნულებით მიწის ნაკვეთების გამოყოფის მიზნით:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 9 ივნისის №449 დადგენილება „წყნეთის ყოფილი კოლმეურნეობიდან ყოფილი სატყეო მეურნეობის მთავარი სამმართველოსათვის გადაცემული მიწების დაბა წყნეთისათვის დაბრუნების შესახებ”.
2. გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო კომისიის მოსაზრება და წყნეთის მოსახლეობას საბაღე-საბოსტნე დანიშნულებით გამოყენებისათვის დამატებით გამოეყოს 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.
დაბა წყნეთის გამგეობამ უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის ექსპლუატაცია თბილისის სატყეო მეურნეობასთან შეთანხმებული პირობების დაცვით, ამასთან მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს მთავრობის 1990 წლის 10 აპრილის №177 დადგენილებით წყნეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის განხორციელებისათვის უკვე გამოყოფილია 22 ჰექტარი ტერიტორია.
3. ქ. თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი) და წყნეთის სადაბო გამგეობამ მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა მეორე პუნქტში აღნიშნულ ტერიტორიებზე განახორციელონ დადგენილი წესით.
თბილისის მერიამ შექმნას კომისია გამოყოფილი მიწის ნაკვეთების განაწილებისას კანონიერების დაცვის უზრუნველსაყოფად.
4. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გეგეჭკორი) წყნეთის გამგეობის დაკვეთით შეასრულოს გამიჯვნითი სამუშაოები აღნიშნული ფართობების გამოსაყოფად ქ. თბილისის მერიის მიერ მომზადებული დაბა წყნეთის განვითარების სქემის შესაბამისად.
5. საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თბილისის მერიამ და გარდაბნის რაიონის გამგეობამ (ლ. ჯაფარიძე) მიწის ნაკვეთების გამიჯვნითი სამუშაოების დამთავრებისთანავე შეიტანონ სათანადო ცვლილებები მიწების აღრიცხვის დოკუმენტებში.
6. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს (მ.ჩხენკელი).
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები