დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის (იჯარით გაცემის) შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 12/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.10.003.000.356 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №222
2005 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების განკარგვის (იჯარით გაცემის) შესახებ ქ. თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს ქ. თბილისის მთავრობას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებების, აგრეთვე სავაჭრო და მომსახურების ადგილების მოსაწყობად, გარე რეკლამის კონსტრუქციების, სანაგვე კონტეინერებისა და სანაგვე ურნების განსათავსებლად მიწათსარგებლობის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს (იჯარით გასცეს) ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები