დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/04/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №202
1997 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 3 თებერვალს დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) შეთანხმება კაპიტალდაბანდებების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;
ბ) შეთანხმება კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;
ბ) შეატყობინოს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები