„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის N124 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 920
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 15/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 18/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040090000.08.002.016062
  • Word
920
15/11/2010
სსმ, 151, 18/11/2010
040090000.08.002.016062
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის N124 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 920

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის №124 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის №124 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №22, მუხ. 263) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ:“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელი შეუწყონ დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესის განხორციელებაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი