დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის N296 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 917 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 15/11/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 151, 18/11/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016059 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №917
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007წ., №65, მუხ. 717) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში:
ა) სიტყვები: ,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს“;
ბ) სიტყვები: ,,ეკონომიკური განვითარების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“;
გ) სიტყვები: ,,კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა“;
დ) სიტყვები: ,,ლტოლვილთა და განსახლების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები