მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება

  • Word
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 30/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 26/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
27
15/11/2010
სსმ, 57, 30/11/2010
010260020.35.109.016012
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/11/2010 - 22/09/2014)

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №27

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობი შესახებ“ 22-ე მუხლის „ი“ პუნქტისდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-5 მუხლი  „გ“ პუნქტის თანახმად,

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 14 თებერვლის №6/5 დადგენილება.

3. დაევალოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

4. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             . გოროზია

 

 

დანართი

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საქმიანობასა და უფლებამოსილებას.

სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური არის მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური.

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური თავის საქმანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ”, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელიც სახელმწიფო სახანძრო დაცვის სამსახურთან ერთად კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფში სამსახურის საქმიანობას. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

თავი II

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ამოცანაა:

- ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში ჩართულ სტრუქტურებთან ერთად.

- საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო, საძიები-სამაშველო და სხვა სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით, თავის კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო სახანძრო დაცვის ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ორგანოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებაში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების ობიექტებზე.

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს ობიექტებზე ხანძრების თავიდან აცილების ორგანიზაციას და ჩაქრობას, სამუშაოების შესრულებასა და მომსახურების გაწევას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში, ემსახურება კერძო სექტორს;

გ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სამსახურისა და ხანძრის ჩაქრობის ორგანიზაციასა და განხორციელების წესის შესრულებას, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფას;

დ) ორგანიზაციას უწევს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის გავრცელების სფეროში ასრულებს საქართველოს კანონის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ვ) აანალიზებს ხანძარზე სამსახურის დანაყოფების მუშაობას. ამზადებს წინადადებებსა და ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის;

ზ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ყველა ფორმირების ოპერატიულ მართვას;

თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს დაქვემდებარებული სამსახურის ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო რიცხოვნბისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად;

ი) აკონტროლებს დაქვემდებარებულ დანაყოფებში სახანძრო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების ექსპლატაციის მდგომარეობას;

კ) ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან.

თავი III

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობა

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საჯარო მომსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის ერთეულის დებულებას, მომსახურებათა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის მომსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მომსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინუი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მომსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას, აწესრიგებს სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ი) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, მთავრობის დადგენილებების, მარტვილის მინიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტის შესრულებაზე;

კ) პერსონალურად პასუხს აგებს სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;

ლ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;

მ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3.სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის საქმიანობას კოორდინაციას და კონტროლს უწევს გამგებლის მოადგილე.

თავი VI

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით.

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო ზემდგომ უფროსს.

3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. აკრალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.

5. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის წინაშე.

6. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.