დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 171 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 07/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 07/04/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.170.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №171
1997 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ
საქართველოს აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის წინაშე მდგარი უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანების დროულად გადაჭრისა და მისი შემდგომი განვითარების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებული საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფცია.
2. აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის განვითარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას, საინვესტიციო პროგრამების და პროექტების დამუშავებისას, მართვის სისტემის რეორგანიზაციისას, საერთაშორისო შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა მომზადებისას გათვალისწინებულ იქნეს აგრარული პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ორიენტირები.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით უზრუნველყოს საქართველოს აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის საკითხებთან დაკავშირებით ადრე მიღებული პროგრამებისა და სხვა დოკუმენტების საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციასთან შესაბამისობა.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები