დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 415 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/09/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 02/10/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №415
2002 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებულების მე-2 პუნქტით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ავთანდილ ჯორბენაძე, კახა ბაკურაძე, მერაბ გაბუნია, თამაზ კოღუა, მარიამ ცაცანაშვილი, სიმონ ნოზაძე, ვაჟა ტაბატაძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ვენედი ბენიძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
ზურაბ გარაყანიძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ავლიპ ზურაბაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, კომისიის მდივანი;
ირაკლი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
ვლადიმერ პატარიძე – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ავთანდილ ჩხაიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
3. დამტკიცდეს საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.
ე. შევარდნაძე
საუწყებათაშორისო კომისიის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 23 თებერვლის №69 ბრძანებულებებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის 2001-2003 წლების საშუალოვადიანი სახელმწიფო პროგრამის (შმდგომში – პროგრამა) განხორციელების საერთო მართვისა და კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. კომისისს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს დამოუკიდებელი ანალიტიკური მასალებისა და დოკუმენტების მომზადება;
ბ) პროირიტეტულად მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშველობა აქვთ კომისიის საქმიანობის მიზანმიმართული განხორციელებისათვის;
გ) შეიმუშაოს დამოუკიდებელი ანგარიში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3. კომისიის უფლება-მოვალეობანი
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) მართოს და კოორდინაცია გაუწიოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროგრამის მიზანმიმართულ განხორციელებას;
ბ) მოამზადოს წინადადებები და წარუდგინოს რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს, შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებს იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებისა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას;
გ) დაამყაროს ურთიერთობები სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, ითანამშრომლოს, მათთან განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიზნით;
დ) ითანამშრომლოს დროებით თუ მუდმივმოქმედ საბჭოებთან და კომისიებთან მის წინაშე მდგომი ამოცანების რეალიზაციისათვის;
ე) უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობები საზოგადოებასთან მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით.
2. კომისია ვალდებულია პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინოს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ ვადებში.
მუხლი 4. კომისიის სტრუქტურა
1. კომისიის თავმჯდომარესა და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისაა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. კომისიის წევრები არიან საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო, სამედიცინო დაწესებულებების, საზოგადოებრივი, პროფესიული კავშირებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიაში სამუშაოდ, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები, ასევე სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები.
4. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მდივანს.
მუხლი 5. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც.
2. კომისიის სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
4. კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი უნდა იყოს განმარტებითი ბარათი, სადაც კონკრეტულად იქნება ჩამოყალიბებული განსახილველი საკითხის, პროექტის მიზანი, მისი განხორციელების მექანიზმი, განხორციელებისათვის საჭირო რესურსები და მოსალოდნელი შედეგები.
5. კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
6. კომისიის თთოეულ წევრს უფლება აქვს კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც კომისიის სხდომამდე სამი დღით ადრე უნდა გაეგზავნოს კომისიის თითოეულ წევრს.
მუხლი 6. კომისიის ლიკვიდაცია
კომისიის გაუქმება ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები