აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/03/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.000.
  • Word
153
23/03/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1997
300.390.000.05.002.000.
აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №153

1997 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ მიმართულებათა განსაზღვრა, ურომლისოდაც შეუძლებელია ადგილებზე ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელება.

საბაზრო ურთიერთობათა პირობებში საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკის ფუნქციონირება უნდა დაეფუძნოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისეთ კონცეფციას, რომელიც გაითვალისწინებს მათ ისტორიულ-ტრადიციულ, კულტურულ და ეკონომიკურ თავისებურებებს, ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს.

აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და ადგილებზე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული „აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის რეკომენდაციები“ და „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (რაიონის, ქალაქის, მხარის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პასპორტის“ ფორმა.

2. აჭარისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოებთან, სამხარეო ადმინისტრაციებთან და ქ. თბილისის მერიასთან შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც შესაბამისი რაიონების გამგეობების, დაინტერესებული უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით „აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის შემუშავებისა და რეალიზაციის რეკომენდაციების“ შესაბამისად და „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (რაიონის, ქალაქის, მხარის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პასპორტის“ მონაცემების საფუძველზე ექვს თვეში შეიმუშაონ და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაამტკიცონ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სათანადო პროგრამები.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს (ვ. პაპავა) აფხაზეთის, აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის, მხარეებისა და ქ. თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და შესაბამისი სამუშაოების კოორდინაცია.

ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ხსენებული ჯგუფების მუშაობაში თავისი წარმომადგენლების მონაწილეობა.

4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული პროგრამების ძირითადი პარამეტრები გამოიყენოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმების ფორმირებისას.

5. დაწესდეს, რომ გადაწყვეტილება ეკონომიკის დარგში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ შეთანხმებულ უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან.

ე. შევარდნაძე