დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგომატარებლების გადამამუშავებელი პოტენციალის ამაღლებისა და ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შემდგომი განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 16/03/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №47
2001 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგომატარებლების გადამამუშავებელი პოტენციალის ამაღლებისა და ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შემდგომი განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. მირცხულავა) და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ (ა. გოცირიძე) დაასრულონ მოლაპარაკება კონოკოსთან – ტერიტორიის მფლობელ მთავრობასთან ხელშეკრულების მოსამზადებლად კონოკოსა და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყონ ხელშეკრულების ხელმოწერა არა უგვიანეს 2001 წლის 1 მარტისა.“.
მეექვსე პუნქტს დაემატოს მეშვიდე პუნქტი:
„7. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ თხევადი გაზის ტრანსპორტირების სფეროში მიენიჭოთ იგივე უფლებები, როგორიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის №206, 1999 წლის 4 თებერვლის №43 და 1999 წლის 19 ივლისის №447 ბრძანებულებების შესაბამისად.“
არსებული მეშვიდე პუნქტი ჩეითვალოს მერვე პუნქტად დაჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები