დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" მარტვილის მუნიციაპიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 30/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.109.016006 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. მარტვილი
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების №1 დანართის მეორე სტრიქონით განსაზღვრული გამგებლის პირველი მოადგილე;
ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილების №1 დანართის მეოთხე სტრიქონით განსაზღვრული გამგეობის აპარატის უფროსი.
2. დადგენილების დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელი.
3. დაევალოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
4. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები