დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" მარტვილის მუნიციაპიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 30/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016005 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. მარტვილი
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მინიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის 2010 წლის 15 ოქტომბრის №100 სამართლებრივი შენიშვნების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს 1999 წლის პრეზიდენტის №158 ბრძანებულება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ერთიანი წესით“ და ამ დადგენილებით;
ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „გ“ და „დ“ პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე;
გ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი;
დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“;
გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის დავალებებს“;
დ) დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“
ე) დებულების 27-ე მუხლის მე-4 მუხლის ბოლო აბზაცი ამოღებულ იქნეს მთლიანად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებებს“.
2. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. გოროზია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები