საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის შესახებ

  • Word
საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/03/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 14/03/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05..002.000
  • Word
136
12/03/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 14/03/1997
010.330.000.05..002.000
საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №136

1997 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის შესახებ

ქართულ-ებრაული ურთიერთობის გათვალისწინებით საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორიის ღრმად შესწავლისა და მსოფლიოსათვის ამ უნიკალური მაგალითის წარმოჩენის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ქართველი საზოგადოებრიობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ებრაელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინადადება საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის შესახებ.

2. საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსსაუკუნოვანი თარიღი აღინიშნოს 1998 წლის სექტემბერში ამ თარიღისადმი მიძღვნილ დღეებში.

3. ზემოაღნიშნული თარიღის აღნიშვნისათვის საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით შეიქმნას სახელმწიფო საიუბილეო კომისია (დანართის თანახმად).

4. სახელმწიფო საიუბილეო კომისიამ 1997 წლის 1 მაისამდე შეიმუშაოს საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის ღონისძიებათა გეგმა და ხარჯთანუსხა, უზრუნველყოს ამ ღონისძიებაში ქართველი საზოგადოებრიობის, საქართველოს ებრაელთა საზოგადოებრივი გაერთიანებების, მსოფლიოში მცხოვრები ქართველი ებრაელებისა და მსოფლიოს ებრაელი საზოგადოებრიობის ფართო მონაწილეობა.

5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ წარმოადგინოს სათანადო მასალები ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

ე. შევარდნაძე

დანართი

საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების ოცდაექვსსაუკუნოვანი თარიღის აღნიშვნის სახელმწიფო საიუბილეო კომისიის შემადგენლობა

 ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი,საიუბილეო კომისიის თავმჯდომარე

ილია მეორე – უწმინდესი და უნეტარესი, სრულიადსაქართველოს კათალიკოს–პატრიარქი

ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საიუბილეო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ასლან აბაშიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზაზა აბაშიძე – ისტორიკოსი, თსუ ისტორიის კათედრის თანამშრომელი

ზაზა ალექსიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი

ვლადიმერ ალფენიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების განყოფილების უფროსი

ირაკლი ანდრიაძე – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში

ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი

ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ჯემალ აჯიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, მწერალი

ნათან ბააზოვი – პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

გურამ ბათიაშვილი – მწერალი, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი გრიგოლ ბარამიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში

შოთა ბოსტანაშვილი – ნ. ბაბალიკაშვილის სახ.საქართველოს ებრაელთა მატერიალური კულტურის ფონდის თავმჯდომარე, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში

თამაზ გამყრელიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი კონსტანტინე გაბაშვილი – საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

ალექსი გერასიმოვი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხებში

დავით გვაძაბია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ჯემშიდ გიუნაშვილი – საქართველოს ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არჩილ გოგელია – საქართველოს ტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარე

რომან გორელაშვილი – მუსიკოსი, პროფესორი

იოსებ დავითაშვილი – მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე

მეუფე დანიელი – ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი(დავით დათუაშვილი)

 ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კობა იმედაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსი

თედო ისაკაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში

თამაზ კვაჭანტირაძე – საქართველოს განათლების მინისტრი

არიელ ლევინი – საქართველოს მთავარი რაბინი

ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში

მარიამ ლორთქიფანიძე – აკადემიკოსი

ოთარ ლორთქიფანიძე – არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი, პროფესორი  ლევან მამალაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში

ელდარ მამისთვალიშვილი – გორის ეკონომიკის ინსტიტუტის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 პეტრე მამრაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი

თამილა მგალობლიშვილი – ხელნაწერთა ინსტიტუტის განყოფილების გამგე ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი

რომან მიმინოშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ნინიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი

ზურაბ ჟვანია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

აპოლონ სილაგაძე – გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორი, საქართველო-ისრაელის საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი

 გურამ ფანჯიკიძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე

მიხეილ ფიჩხაძე – დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო „თ.თ.“-ს (თბილისი-თელავივი) ხელმძღვანელი, ჟურნალისტი

შალვა ფიჩხაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე

გივი ღამბაშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი

ლული შათაშვილი – საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგის მეცნიერთა ქართულ-ებრაული საზოგადოების პრეზიდენტი

თეიმურაზ შაშიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის მერი

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

მეუფე დიმიტრი – ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი (დავით შიოლაშვილი) ბადრი შოშიტაიშვილი – ქ. თბილისის მერი

ეფრომ ჩიკვაშვილი – ქ. ქუთაისის მორწმუნე ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე

გოჩა ჩოგოვაძე – საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში

კონსტანტინე წერეთელი – აკადემიკოსი

შალვა წიწუაშვილი – საქართველოს კულტურის სამინისტროს

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი

მიხეილ ჭკუასელი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში

გიორგი ჭანტურია – საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

 ლალი ჭანტურიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების რეფერენტი

ოთარ ჯაფარიძე – აკადემიკოსი

ბონდო ჯიქია – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის

პირველი მოადგილე – სახელმწიფო

კანცელარიის უფროსი პ. მამრაძე