დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 18/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.141.016015 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №118
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. ახალქალაქი
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ოქტომბრის №112 დადგენილებაში (სსმ V, №42, 22.10.2010 წ.,) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე –კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით;
გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარის ოდენობით;”
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები