ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის მშობლიურ ენათა შესწავლის ხელშეწყობის პირობებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის მშობლიურ ენათა შესწავლის ხელშეწყობის პირობებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 17/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.000.
  • Word
106
17/02/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 17/02/1997
010.340.000.05.002.000.
ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის მშობლიურ ენათა შესწავლის ხელშეწყობის პირობებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 106

1997 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის მშობლიურ ენათა შესწავლის ხელშეწყობის პირობებში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების დაცვის, სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და მშობლიური ენის მაღალ დონეზე სწავლების შემდგომი უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე):

ა) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან (ა. თავხელიძე), თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (რ. მეტრეველი), თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან (ვ. სართანია) და საქართველოს ენის სახელმწიფო პალატასთან (ლ. ღვინჯილია) ერთად:

– დასახოს და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებანი რეგიონში სახელმწიფო ენის გავრცელების, სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და სწავლების შემდგომი ამაღლების მიზნით;

– უზრუნველყოს მეცნიერი ფილოლოგების, ისტორიკოსებისა და პედაგოგების მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებებში;

– მოამზადოს და გამოსცეს აზერბაიჯანულ-ქართული და სომხურ-ქართული სასკოლო ლექსიკონები, სასაუბროები, ქართული ენის თვითმასწავლებლები, დარგობრივი ცნობარები;

– უზრუნველყოს რეგიონში არსებული არაქართულენოვანი სკოლებისათვის ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოებისა და მეთოდიკური ლიტერატურის გამოცემა;

ბ) ქვემო ქართლის განათლების რეგიონალურ სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოს:

– რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის მშობლიური ენის სწავლება მაღალ დონეზე და მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით შესაბამისი სკოლების მომარაგება;

– კანდიდატურების შერჩევა ქვემო ქართლის რეგიონიდან უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგიურ ფაკულტეტებზე შესასვლელად;

– დააფინანსოს პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებში აღნიშნული ღონისძიებები;

გ) საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციასთან (ა. გოგელია) და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსთან (ფ. ინჯია) ერთად უზრუნველყოს სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ტელე-რადიოგაკვეთილების ციკლის მომზადება, გადაცემა და მიწოდება არსებული სატელეკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით.

2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ვ. ასათიანი) უზრუნველყოს რეგიონში ქართული თეატრალური დადგმების, სხვადასხვა დათვალიერება-კონკურსებისა და მიზანმიმართულ ღონისძიებათა მოწყობა.

3. საქართველოს მწერალთა კავშირმა (გ. ფანჯიკიძე) უზრუნველყოს რეგიონის მოსახლეობისათვის ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი მწერლებისა და პოეტების მონაწილეობით ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების გამართვა.

4. საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო კორპორაციამ (საქინფორმი) (ვ. აბაშიძე) და საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციამ (ა. გოგელია) გააშუქონ პედაგოგების, მეცნიერებისა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობით ამ ბრძანებულებასთან დაკავშირებული საკითხები.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ვ. ნადიბაიძე) გადაწყვიტოს რეგიონის დაბებსა და სოფლის არაქართულ სკოლებში მომუშავე იმ პედაგოგების სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხი, რომლებიც ასწავლიან ქართულ ენაზე.

6. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ (ლ. მამალაძე), ქალაქ რუსთავის მერიამ, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროს, წალკის რაიონების გამგეობებმა გაითვალისწინონ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის გამოყოფა სახელმწიფო ენის შემდგომი გავრცელებისა და სწავლების ამაღლებისათვის. მათვე უზრუნველყონ:

– შესაბამის სამსახურებსა და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად რეგიონის სკოლებში არსებული პედაგოგიური კადრების გადამზადება და ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება;

– მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრების ადგილებზე დამაგრება, მათი მატერიალური სტიმულირება, საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა;

– ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით ქართული ენის შემსწავლელი კურსების ჩამოყალიბება და შესაბამისი სასწავლო-საცდელი ბაზების შერჩევა;

– სასწავლო დაწესებულებების აღჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით – აუდიო-ვიდეო და კომპიუტერული კლასებით.

ე. შევარდნაძე