1997 წლის 13 თებერვალს უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
1997 წლის 13 თებერვალს უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 17/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.002.000.
  • Word
104
13/02/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 17/02/1997
480.140.000.05.002.000.
1997 წლის 13 თებერვალს უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 104

1997 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

1997 წლის 13 თებერვალს უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს საერთაშორისო ხელშეკრულებათა ხელმოწერისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ვაჭრობისა და საგარეოეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს კ. ზალდასტანიშვილს, რათა ხელი მოაწეროს:

ა) შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში თანამშრომლობის შესახებ;

ბ) შეთანხმებას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სტატისტიკის სამინისტროს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

გ) შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო სააქციო კომპანია უკრაინის პურს შორის საქართველოს მთავრობის დავალიანების კრედიტად გადაფორმების შესახებ, რომელიც მიეცა საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სააქციო კომპანია უკრაინის პურის მიერ.

2. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვ. ჩხეიძეს, რათა ხელი მოაწეროს:

ა) ოქმს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტს შორის შავ ზღვაზე მათი მოქალაქეების, სახელმწიფო და სხვა საკუთრების დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის მიზნით ურთიერთქმედების შესახებ;

ბ) ოქმს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტს შორის საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარებისათვის კადრების მომზადებასა და სწავლებაში თანამშრომლობის შესახებ;

გ) ოქმს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტს შორის საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარებს შორის კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

დ) ოქმს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვრებზე ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და საქართველოსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარების ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების თანამშრომლობის შესახებ;

ე) ოქმს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტს შორის საერთაშორისო მიმოსვლის არხებზე სასაზღვრო კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

ვ) ოქმს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტს შორის საქართველოსა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეთა და სასაზღვრო ჯარების მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის, სანატორიულ-საკურორტო მკურნალობისა და ორგანიზებული დასვენების შესახებ.

3. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრს ფ. ინჯიას, რათა ხელი მოაწეროს განზრახვათა მემორანდუმს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსა და უკრაინის კავშირგაბმულობის სამინისტროს შორის.

ე. შევარდნაძე