დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლების სამინისტროს დაყწებითი პროფესიული განათლების სასწავლებლების თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/02/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 12/02/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.000.. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №103
1997 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლების სამინისტროს დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლებლების თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს პროფესიული სასწავლებლების სასწავლო-მატერიალური ბაზის შენარჩუნების, განვითარების, მოსწავლეთა პროფესიული დაოსტატებისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს განათლების სამინისტროს დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლებლების თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
ღირსების ორდენით:
იოსებ ბუაჩიძე – თბილისის მრავალდარგოვანი ლიცეუმის სასწავლო ნაწილის გამგე
ეთერ სოლომონია – თბილისის პროფესიული ლიცეუმის დირექტორი.
ღირსების მედლით:
იური ბენია – გარდაბნის მრავალდარგოვანი ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი
ანზორ ნუცუბიძე – თბილისის ხის მხატვრული დამუშავებისა და მეავეჯეთა საოსტატო ლიცეუმის დირექტორი
ვასილ საღლიანი – მ. თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმის ოსტატი
ნუგზარ სახვაძე – რუსთავის პროფესიული ლიცეუმის დირექტორი
ნაირა საჯაია – ზუგდიდის სასწავლო-საწარმოო ცენტრის მასწავლებელი
ევგენი ტყებუჩავა – კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე
დავით ჩხიკვიშვილი – რუსთავის №3 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ოსტატი
რევაზ ხაჭაპურიძე – ხონის მრავალდარგოვანი პროფესიული სასწავლებლის დირექტორის მოადგილე
ავთანდილ ხმიადაშვილი – ყვარლის რაიონის ენისელის №2 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მძღოლი-ინსტრუქტორი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები