საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/02/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 17/02/1997
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.000.
  • Word
87
01/02/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 17/02/1997
300.390.000.05.002.000.
საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 87

1997 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოში სტაბილური იზოტოპების წარმოების განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

აკადემიკოს ირ. გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის მსოფლიო იზოტოპურ ცენტრებთან ეფექტიანი თანამშრომლობის, საქართველოში ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებული ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და იაპონიის ფირმებთან იზოტოპური პროდუქციის მიწოდების შესახებ სტრატეგიულ ხელშეკრულებათა საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების, აგრეთვე მაღალტექნოლოგიური საექსპორტო იზოტოპური პროდუქციის წარმოების უწყვეტი ციკლის უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ. ზუბიტაშვილი) და სახელმწიფო კომპანია „საქენერგოს“ (ვ. მეტრეველი) უზრუნველყონ სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტისათვის კონდიციური ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება.

2. სახელმწიფო კომპანია „საქენერგომ“ განიხილოს და უმოკლეს ვადაში გასცეს სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტისათვის ქვესადგურ „ბაგებიდან“ ელექტროენერგიის მიწოდების, აგრეთვე, ქვესადგურ „დელისიდან“ ქვესადგურ „საბურთალო 2“-ის გავლით სარეზერვო კვების უზრუნველყოფის ტექნიკური პირობები.

3. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში წარმოებული და „თბილსრესისათვის“ მიწოდებული გოგირდმჟავას ღირებულება სახელმწიფო კომპანია „საქენერგო“ სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტს ჩაუთვალოს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებად.

4. მუნიციპალურმა საწარმომ „თბილწყალკანალმა“ (ი. ვარციძე) უზრუნველყოს სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტისათვის საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდება შეთანხმებული გრაფიკით.

5. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის საწარმოო სპეციფიკისა და ტექნოლოგიების საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ქიმიური მრეწველობის სამრეწველო სანიტარიისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმატიული აქტების შესაბამისად ინსტიტუტის მიმდებარე სანიტარიულ ზონაში აიკრძალოს მომსახურების სფეროსა და საზოგადოებრივი სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება და ახალი კაპიტალური მშენებლობის წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქ. თბილისის მერიამ (ბ. შოშიტაიშვილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (შ. კვირაია) მიიღონ ქმედითი ზომები დაშვებულ დარღვევათა აღმოსაფხვრელად.

ე. შევარდნაძე