კვოტების დამტკიცების შესახებ

  • Word
კვოტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 28/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 230190010.11.113.006702
  • Word
2-179
15/09/2004
სსმ, 106, 28/09/2004
230190010.11.113.006702
კვოტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.190.010.11.113.006.702

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ერთობლივი ბრძანება №2-179/620

2004 წლის 15-22 სექტემბერი

ქ. თბილისი

კვოტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნო-მენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადი-საგან გათავისუფლების მიზნით, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს 2004 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობის და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.

დ. კირვალიძე

ზ. ნოღაიდელი

2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის `ჰ4~ ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა

                                                                                                       სასაქონლო კოდი

1. საინკუბაციო კვერცხი – 2 000 000 (ორი მილიონი) ცალი     040700

2. სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა                                         060290100

3. კარტოფილის თესლი – 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ტონა     070110000

4. ლობიოს თესლი სულ – 40 (ორმოცი) ტონა

მათ შორის:

Vigna mungo (L), Hepper ან Vigna radiata (L) Wilczek სახეობის

– 5 (ხუთი) ტონა                                                                           071331100

ლობიო წვრილი წითელი (aZuki)(phaseolus ან Vigna angularis)

– 5 (ხუთი) ტონა                                                                           071332100

ლობიო ჩვეულებრივი (Phaseolus vulgaris) – 20 (ოცი) ტონა     071333100

ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა                                             071339100

5. რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე

– 3 000 (სამი ათასი) ტონა                                                                        100190910

6. ქერის თესლი – 800 (რვაასი) ტონა                                          100300100

7. მზესუმზირის თესლი – 150 (ას ორმოცდაათი) ტონა                        120600

8. შვრიის თესლი – 10 (ათი) ტონა                                               120923

9. ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა   120991

10. სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2 000 (ორი ათასი) ტონა 283325000

11. სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადებული პრეპარატები

– 1000 (ათასი) ტონა                                                                     380820100