დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 427 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 08/11/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №427
2001 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით:
1. სამსახურის რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება და კადრებთან მუშაობის განყოფილება გაერთიანდეს რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კადრებთან მუშაობის განყოფილებად.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 მაისის №185 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგიონალური პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კადრებთან მუშაობის განყოფილება;“;
ბ) დებულების მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები