დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 105, 25/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230190010.11.113.006703 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.703
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №56/2004
2004 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
პარტიებმა/საარჩევნო ბლოკებმა, რომლებსაც გააჩნდათ საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩატარებული ხელახალი არჩევნების საარჩევნო რეგისტრაცია და 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის არ სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია, არა უგვიანეს არჩევნებამდე 20 დღისა (4 ოქტომბერი) უნდა გახსნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და 2 დღის ვადაში ცესკოს წარმოუდგინონ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტი და ანგარიშის ნომერი, აგრეთვე აცნობონ საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობა და კოორდინატები.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები