კვოტების დამტკიცების შესახებ

  • Word
კვოტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 26/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 200110010.22.032.007306
  • Word
2-106
20/04/2005
სსმ, 50, 26/04/2005
200110010.22.032.007306
კვოტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.010.22.032.007.306

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართვლოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი

ბრძანება N 2-106/293

2005 წლის 20-26 აპრილი

ქ.თბილისი

კვოტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან გათავისულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 2005 წლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდებით გათვალისწინებული საქონლის ოდენობა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანართში მოცემულ პროდუქციაზე კვოტების გაცემა აწარმოოს იმპორტიორის მხრიდან მომართვის, საქონლის წარმოშობისა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების, საგადასახადო-საიდენტიფიკაციო კოდის და ტვირთის ჩამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან ტვირთის შემოტანაზე მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ამოწურვამდე.

3. თითოეულ იმპორტიორზე წლის განმავლობაში გაცემული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს ბრძანების დანართით დადგენილი ცალკეული საქონლის ოდენობის 20 პროცენტს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა დანართში მითითებული თითოეული პარტიის განბაჟება მოახდინოს საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი წერილის საფუძველზე.

მ. სვიმონიშვილი

ვ. ჩეჩელაშვილი


2005 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკალტურის კოდებით  გათვალისწინებული საქონლის ოდენობა                                                           

                                                                                                                        სასაქონლი კოდი

1. საინკუბაციო კვერცხი  - 2 000 000 (ორი მილონი ცალი)

040700

2. სოკოს მიცელიუმი – 2 (ორი) ტონა

060290100

3. ლობიოს თესლი სულ 40 (ორმოცი) ტონა                                   

    მათ შორის:   

 

 

     Vigna mungo (L.) hepper ან  Vigna radiata (L) Wilzek

     სახეობის  - 5(ხუთი) ტონა

 

071331100

    ლობიო წვრილი წითელი (aZuuki) (phaseoius ან

     Vigna angularis)   - 5(ხუთი) ტონა

 

071332100            

    ლობიო ჩვეულებრივი (Passoeolus vuldaris) – 20(ოცი) ტონა

071333100

    ლობიო სხვა სახის – 10 (ათი) ტონა

071339100

4. რბილი ხორბალი და მესლინი სათესლე – 3000 (სამი ათასი) ტონა

100190910

5. ქერის თესლი – 800(რვაასი) ტონა

100300100

6. მზეუმზირის თესლი – 150(ას ორმოცდაათი) ტონა

      120600

7. შვრიის თესლი – 10 (ათი) ტონა

      120923

8. ბოსტნეული კულტურების თესლი – 30 (ოცდაათი) ტონა

      120991

9. სპილენძის სულფატი (შაბიამანი) – 2000 (ორი ათსი) ტონა

283325000

10. სპილენძის ნაერთების ფუძეზე დამზადევული

პრეპარატები – 1000 (ათსი) ტონა

380820100