"საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 852
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 16/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200220020.22.033.016052
  • Word
852
12/11/2010
სსმ, 150, 16/11/2010
200220020.22.033.016052
"საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №852

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2325) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის:

1. მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.“.

2. 84 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„84. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად აღრიცხვის მოწმობის გამოწერით გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“ არ წარედგინება და საქონლის წარდგენა დასტურდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული აღრიცხვის მოწმობით.“.

3. 211 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„211. ამ მუხლის 84 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქონლის დროებითი დასაწყობების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 65 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა აითვლება საქონლის ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან).“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი