„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 16/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016055
  • Word
851
12/11/2010
სსმ, 150, 16/11/2010
230210000.22.033.016055
„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №851

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის               2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხ. 1881) დამტკიცებულ „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციაში (დანართი №22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის:

ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი (შემდგომში – გადამზიდველი), რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას.“;

ბ) 13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარაციას რეგისტრაციის ნომერი ენიჭება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ, გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე ელექტრონული ფორმით წარდგენილი დეკლარაციისა, რომელსაც რეგისტრაციის ნომერი ენიჭება სისტემის მიერ ელექტრონულად, დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში.“.

3. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა, საფოსტო გზავნილები საბაჟო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს ან მათში ინფორმაცია არასრულად არის წარმოდგენილი, ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის არსებობისას, აგრეთვე საფოსტო გზავნილის მიმღების მოთხოვნისას საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება ან/და ექსპერტიზა, რისთვისაც საქონელი აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. საბაჟო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირის მოთხოვნით (მათ შორის, საფოსტო გზავნილით ფიზიკური პირისათვის შემოტანილი აქციზური ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში) დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო.

5. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილია 10 000 ლარის ან მეტი ღირებულების საქონელი და გადამზიდველი უფლებამოსილი არ არის, განახორციელოს საფოსტო გზავნილის მიმღების წარმომადგენლობა, დეკლარაციის შევსებას და საქონლის გაშვებას (საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემას) ახორციელებს საბაჟო ორგანო. საფოსტო გზავნილი მიმღებისათვის გადასაცემად შესაძლებელია გადაეცეს გადამზიდველს, რომელიც ვალდებულია, მიმღების მიერ ხელმოწერილი დეკლარაციის ეგზემპლარი, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

6. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქონლის დროებითი შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (ნუსხის წარდგენის თარიღიდან) 65 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);

გ) ხელმოწერილი დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს;

დ) დეკლარაციის მიმართ წითელ დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში, უზრუნველყოს საქონლის გადაადგილება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე.

7. თუ არ მოხდა საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, საფოსტო გზავნილი გადაეცემა საბაჟო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის განკარგვას.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი