„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 850
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 16/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.016053
  • Word
850
12/11/2010
სსმ, 150, 16/11/2010
230150070.22.033.016053
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №850

2010 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოწმობის გამოწერა – საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა – ASYCUDA-ს (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ელექტრონულად შევსებული, საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დარეგისტრირებული ელექტრონული ფორმატის მოწმობის ქაღალდზე ამობეჭდვა. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელზე, მოწმობის გამოწერად აგრეთვე ჩაითვლება სისტემაში დაშვებული პირის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით შევსებული და ქაღალდზე ამობეჭდილი მოწმობის საბაჟო ორგანოში წარდგენა და ამავე საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ ამ მოწმობის დარეგისტრირება; ხოლო საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე საბაჟო საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით, ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით, ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ შევსებული და დარეგისტრირებული მოწმობის ამობეჭდვა.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით გადაადგილებულ საქონელზე, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე საბაჟო საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით, ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით, ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწეროს სისტემაში დაშვებული პირის მიერ, ამ ინსტრუქციის 81 მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გამოწერილი მოწმობის მე-17 გრაფის ქვევით არსებულ ცარიელ ადგილზე გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დაისმება საბაჟო დამღა „აყვანილია კონტროლზე“ და ხელმოწერა. აღნიშნული დამღისა და ხელმოწერის გარეშე აკრძალულია ამ მოწმობაში ასახული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების დაწყება საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი გადაადგილდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ გამოწერილი მოწმობით საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით.“.

3. 81 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის, ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის) დანიშნულებით ან ამავე რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ დანიშნულებით საქონლის გადაადგილების, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე საბაჟო საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით, ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის დანიშნულებით, ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილიდან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობა ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე 2 ან მეტი საბაჟო საწყობიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილის ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობის დანიშნულებით, საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში დასაშვებია  ერთი მოწმობის გამოწერა.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი