დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის "ნავსადგურის წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის №75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი |
| მიღების თარიღი | 12/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 16/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.47.052.016003 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის
ბრძანება №264
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის „ნავსადგურის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის № 75 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 საფუძველზე, ვბრძანებ :
მუხლი 1
„ტექნიკური რეგლამენტის „ნავსადგურის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 ივნისის №75 ბრძანებით ( სსმ III, 22.06.2009 წ., №76, მუხ.832) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში „ნავსადგურის წესები” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 45-ე მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12. ნავსადგურში შავი და/ან ფერადი ლითონების ჯართის გადასაზიდად შეტანა ნებადართულია, თუ იგი, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად, მომზადებულია საზღვაო ტრანსპორტით გადასაზიდად, გაუვნებელყოფილია ფეთქებადი, ცეცხლსაშიში, რადიაქტიური მასალისაგან, გასუფთავებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებისაგან და გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთ( ებ)ი.”.
2. 64-ე მუხლს დაემატოს მე-18 და მე-19 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„18. ნავსადგურის ტერიტორიაზე აკრძალულია შავი და ფერად ი ლითონების ჯართის ჟანგბად- აეროვანი ჭრა.
19. იმ პირის კვალიფიკაცია, რომელიც ახორციელებს ელექტრო და/ან გაზით ჭრა-შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სამუშაოებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.”.
3. 93-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სუფსის ნავსადგურის აკვატორია წარმოადგენს ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონს. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში არ არის დადგენილი შეზღუდვები გემის წყალშიგის მიმართ, გარდა „SPM”-თან მდგომი ტანკერისა, რომლის წყალშიგი არ უნდა აღემატებოდეს 17,5 მეტრს.”.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში წყალი ძირითადად მიედინება სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთით პარალელისაკენ და მისი სიჩქარე , როგორც წესი , არ აღემატება 0.5 საზღვაო მილს საათში. ქარი უფრო ხშირია დასავლეთიდან, ყველაზე ძლიერი ქარი კი ზამთარშია, როდესაც მისი სიჩქარე აღწევს 30 მ/წმ. დამატებითი ინფორმაცია სუფსის ნავსადგურის შესახებ მოცემულია დიდი ბრიტანეთის საზღვაო „შავი ზღვის ლოციაში” (№24, მე-12 გამოცემა ს. 3.318) და დიდი ბრიტანეთის უახლესი გამოცემის რუქებში (№3313 და №3317) ან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამმართველოს „შავი ზღვის ლოციაში” (№1244) და რუსეთის უახლესი გამოცემის რუკებში (№32109 და №38190).”;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სუფსის ნავსადგურის აკვატორიაში გამოყოფილია გემის ღუზაზე დგომის ორი წერტილი:
ა) წერტილი 1- φ = 42 0 02’ 10“ N; λ =41 0 41’35“;
ბ) წერტილი 2 – φ= 42 0 02’ 40“ N; λ= 41 0 40’ 50“ E.
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სუფსის ნავსადგურში გემის უსაფრთხო სიჩქარე, როგორც წესი, 5 კვანძია”.
4. 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. „SPM”- იდან 500 მეტრი რადიუსის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა და/ან გემის ღუზაზე დგომა, გარდა ტანკერებისა, რომლებიც აღნიშნულ ზონაში შედიან დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის, აგრეთვე ბუქსირმზიდი გემისა და სხვა გემებისა, რომლებიც ახორციელებენ „SPM”-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას. უსაფრთხო ნაოსნობის ზონაში თევზმჭერი ბადის/ტრალის გამოყენება აკრძალულია.
6. „SPM”-ი ნაპირთან დაკავშირებულია წყალქვეშა მილსადენით, რომლის აზიმუტია 2420 – 620. წყალქვეშა მილსადენის გასწვრივ თოთოეულ მხარეს მდებარე 250 მეტრის სიგანის საზღვაო სივრცე წარმოადგენს უსაფრთხო ნაოსნობის ზონას, სადაც აკრძალულია ნაოსნობა (გარდა 100 ტონა და მასზე ნაკლები საერთო ტევადობის გემისა), თევზმჭერი ბადის/ტრალის გამოყენება და/ან გემის ღუზაზე დგომა.”.
5. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 97. თევზსაჭერი ან მცირეტონაჟიანი გემების მოძრაობა
1. თევზსაჭერი ან მცირეტონაჟიანი გემის შესვლა ნავსადგურში ხორციელდება წერტილიდან: φ =42000’45’’ N, λ =41045’00’’ E, ხოლო შემდეგში მათი სვლა ხორციელდება შესაბამისი კურსით: 26 – 206 გრადუსით, მდინარე სუფსის შესართავამდე.
2. სუფსის ნავსადგურში ტანკერის შესვლის, ღუზაზე დგომის (მათ შორის, „SPM”-თან), მისაბმელი ოპერაციების განხორციელების ან ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, მის აკვატორიასა და „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 22-ე მუხლით განსაზღვრულ 32-ე რაიონში (სუფსა), ნაოსნობა დროებით იზღუდება/იკრძალება.”.
6. მე-100 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „SPM”-თან ტანკერის დგომის დროს ეკიპაჟი მასზე უნდა იმყოფებოდეს სრული შემადგენლობით”.
7. 101-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 101. ტანკერის „SPM”-დან აშვება და გასვლა”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტანკერის გასვლა „SPM”- დან დამოკიდებულია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი ამინდის პირობებზე და ხორციელდება:
ა) ტანკერის დატვირთვის სამუშაოების დასრულების შემდეგ;
ბ) ამინდის პირობების გაუარესების გამო ტანკერის დატვირთის სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში;
გ) თუ არ არის უზრუნველყოფილი საბუქსირე მომსახურება”.
8. დანართი №13 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №13
სუფსის ნავსადგურის აკვატორიის კოორდინატები
| ზღვის სივრცის წერტილები | ჩრდილოეთ განედი φ | აღმოსავლეთ გრძედი |
| წერტილი A | φ=42 0 03’ 00” N | λ =41 0 43’ 42”E
|
| წერტილი B | φ=42 0 03’ 00” N
| λ =41 0 40’ 00” E
|
| წერტილი C | φ=42 0 00’ 30”N | λ =41 0 42’06” E
|
| წერტილი D | φ=42 0 00’ 30”N | λ =41 0 45’ 24”E
|
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. დავითაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები