დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,თემქაპურის" ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/01/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 15/01/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.060.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №21
1997 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ ბალანსზე რიცხული მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ (ი. კუხიანიძე) ვალდებულება ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის თემქის დასახლებაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მშენებლობის დამთავრების შესახებ, რაც მაგალითი უნდა გახდეს საქართველოს მეწარმეებისა და ბიზნესმენებისათვის.
2. სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ ბალანსზე რიცხული მშენებარე ეკლესია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაეცეს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე სააქციო საზოგადოება „თემქაპურის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები