ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობებისა(რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)და პირობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობებისა(რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)და პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 18/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.151.016003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
12/11/2010
სსმ, 53, 18/11/2010
330130000.35.151.016003
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობებისა(რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)და პირობების განსაზღვრის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2010 - 29/12/2011)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2010 წლის 12 ნოემბერი

დ. სტეფანწმინდა

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტოტიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობებისა (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ  ე  ნ ს :

    მუხლი 1

განისაზღვროს I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის პროცედურების გარეშე:

ა) 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

ბ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2, მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, საიდანაც 0,80 მ ნიშნულამდე დასაშვებია მოეწყოს გაუმჭვირვალე ღობე, ხოლო 0,80 მ-დან 2,20 მ ნიშნულამდე მოეწყოს გამჭვირვალე ღობე, შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების წარმოდგენისას განხილულ იქნს გაუმჭვირვალე ღობის მოწყობის საკითხი, რომლის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან არ უნდა აღემატებოდეს 2,20 მ-ს გარდა საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისა;

გ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

დ) კავშირგამბულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/ თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტას);

ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;

ზ) ხაზობრივი ნაგებობები III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტრო- გადამცემი ხაზები.

    მუხლი 2

თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:

ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში, კლასს დაქვემდებარებული შენობა- ნაგებობის ასაშენებლად, (გარდა    1-ლი პუნქტისა „ბ“,გ“,დ“,ე“,ვ“,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობის, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

 ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზონების     მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაშ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად,(გარდა პირველი პუნქტის „ბ“,გ“,დ“,ე“,ვ“,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების და იმ შენობა-ნაგებობების, რომელთა მშენებლობა გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა მშენებლობისათვის დადგენილი წესით.

    მუხლი 3

დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;

ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით);

დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არმდებარეობის შესახებ;

ე) ფასადების სქემატური ნახაზები ძირითადი ნიშნულების ჩვენებით.

    მუხლი 4

დადგენილების მოქმედება და პირობები ვრცელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთელ   ტერიტორიაზე, გუდაურის სარეკრიაციო ტერიტორიის გარდა.

    მუხლი 5

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    გ. მალანია