ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 18/11/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016005
  • Word
33
12/11/2010
სსმ, 53, 18/11/2010
010250020.35.151.016005
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 12 ნოემბერი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

3. მე-4 მუხლი ამოღებულია “.

4. მე-5 მუხლი ამოღებულია “.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. მალანია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო

საკითხთა და ეთიკის კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (შემდგომ – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) .

 

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია:

ა) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნათა დაცვას;

ბ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილების ცნობის შესახებ;

გ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

დ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას;

ვ) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას;

ზ) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ადგენს ფარული კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას; ითვლის და აცხადებს ფარული კენჭისყრის შედეგებს;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ;

ი) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის, ადამიანური რესურსების მართვის, თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის ატესტაციებისა და კონკურსების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე; კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გატარებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;

მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე ;

ნ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარ დგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოა დგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ;

დ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. ამოღებულია.

    მუხლი 5. ამოღებულია.

 

 მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტა ტებს.