დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 18/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.151.016006 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2010 წლის 12 ნოემბერი
დ. სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 18 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის“ დებულებაში შეტანილ იქნე ს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-4 მუხლი ამოღებულია;
2. მე-5 მუხლი ამოღებულია.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისია (შემდგომში – კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის განხილვა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ წინადადებების განხილვა;
დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების შესახებ; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ;
ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;
თ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;
ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;
კ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდისა და კომუნალური მეურნეობის მართვის წესების დამტკიცების შესახებ.
2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევა „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულებით მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ;
დ) კომისიის სამუშაო გეგმათა გათვალისწინებით ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ე) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ვ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. ამოღებულია
მუხლი 5. ამოღებულია
მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტან ტებს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები