„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/11/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 18/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016008
  • Word
36
12/11/2010
სსმ, 53, 18/11/2010
010250020.35.151.016008
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2010 წლის 12 ნოემბერი

დ. სტეფანწმინდა

 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    2010 წლის 31 აგვისტოს 21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს 21 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის“ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-4 მუხლი ამოღებულია;

2. მე-5 მუხლი ამოღებულია.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. მალანია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომ  კომისია) არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების პროექტების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პროგრამების დამტკიცება.

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებ და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობაზე აირჩევა და გადაირჩევაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე და საკრებულოს დებულები მუხლებით დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და საკრებულოს გარეთ;

დ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ე) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

ვ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ზ) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 მუხლი 4. ამოღებულია

 მუხლი 5. ამოღებულია

  მუხლი 6. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.