დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისს დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 09/01/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 15/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.000. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №11
1997 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისს დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისს დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:
ა) ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერდახმარების შესახებ;
ბ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;
გ) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1996 წლის 4 ივნისის შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადება;
ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესრულება.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები