დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.070.10.003.000.129 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №130
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა და შესაბამისი სალიკვიდაციო პროცესების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები