„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 856
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 15/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016051
  • Word
856
15/11/2010
სსმ, 149, 15/11/2010
200250000.22.033.016051
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №856

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის                     2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005 წ., №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს დამატება და ინსტრუქციის 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად შეუწყდათ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებულ ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანებების თანხებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 59-ე ნაწილის შესაბამისად ჩამოეწეროთ 2010 წლის 1 აგვისტოსათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის რიცხული სანქცია, რომელიც საგადასახადო ორგანოებმა უნდა განახორციელონ გპაბ-ზე ასახვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად.

მაგალითი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს შეუწყდა 7000 ლარის საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის, სანქცია 2000 ლარის ოდენობით), 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანების თანხებზე, რომელიც ფიზიკურ პირს ჩამოეწერა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მიუხედავად აღნიშნულისა, ამ კატეგორიის ფიზიკურ პირებს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ (2010 წლის 1 აგვისტომდე) პერიოდში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის კვლავ წარმოექმნათ გადაუხდელი სანქციები, რომელიც ამ მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ჩამოწერას.

მოცემულ შემთხვევაში:

საგადასახადო ორგანო განახორციელებს ფიზიკური პირისათვის 2010 წლის 1 აგვისტოსათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში რიცხული სანქციის ჩამოწერას. კერძოდ:

ფიზიკურ პირს 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ვადაგადაცილებული დავალიანება 5000 ლარი და სანქცია 2000 ლარის ოდენობით, რომელიც ჩამოწერილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მას 2010 წლის 1 აგვისტოსათვის გპაბ-ზე კვლავ ერიცხება გადაუხდელი საურავის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე ექვემდებარება ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 59-ე ნაწილის საფუძველზე და გპაბ-ზე გაკეთდება შემდეგი სახის ჩანაწერი:

„ჩამოწერილია 2010 წლის 1 აგვისტოსათვის რიცხული სანქცია.“.“.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი    კ. ბაინდურაშვილი