დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 25/11/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.127.016012 |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. ზესტაფონი
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 თებერვლის №6 დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები