დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 25/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016027 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №44
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილებაში (სსმ V, №34, 06.10.2010 წელი, მუხლი 1004) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სამსახურის მოხელეთა სამსახურებრივი კარიერის გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.’’.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები